საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცახდებით, მთავარია, დაცული იყოს
მოსახლეობის უსაფრთხოება.
ამის შესახებ კობახიძემ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბელარუსის რესპუბლიკაში განაცხადა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და კონკრეტულ კომენტარებს ისინი გააკეთებენ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თითქმის 20 საათია მიმდინარეობს. გარდაიცვალა სპეცრაზმელი, რომელიც ოპერაციაში მონაწილეობდა.

















