ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის მკურნალი ექიმის
განცხადებით, დაშავებულს ქირურგიული ოპერაცია უტარდება.მისივე თქმით, სპეცრაზმელის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„პაციენტი მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემთხვევის ადგილიდან. შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ქალა სარქველის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით და დაზიანებით, სისხლდენით, პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში გადაუდებლად, უტარდება ოპერაცია, მდგომარეობა რჩება კრიტიკული. მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ამჟამად გადაყვანილია რეანიმაციაში და მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება. მდგომარეობა რჩება მძიმე, კრიტიკული“ - განაცხადა მკურნალმა ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 18 საათზე მეტია მიმდინარეობს. დაკავების ოპერაცია, სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი.

















