ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა.
ის ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნიშნულს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. ჯერჯერობით უცნობია როგორია დაშავებულის მდგომარეობა.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპარაცია უკვე 16 საათია გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, 46-ე კორპუსის მე-3 სართულზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან, რომლებიც სავარაუდოდ, ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილნი. ადგილზე სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის.

















