ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ანტიტერორისტული ოპერაცია უკვე 15 საათზე მეტია
გრძელდება. ადგილზე სროლის და აფეთქებების ხმა ისმის. საცხოვრებელი კორპუსიდან კვამლიც ამოდის.
გავრცელებული ინფორმაციით, 46 კორპუსის მე-3 სართულზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან და ისინი ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილნი.
სუს-ის ინფორმაციით, დაცულია უსაფრთხოების ნორმები და ადგილობრივების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

















