თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის
მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა და ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსზე უარი ეთქვა.
შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავისი ოჯახისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას მოითხოვდა. გუშინ, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განცხადა, მას ფეთჰულა გიულენთან არანაირი კავშირი არ აქვს.

















