logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: აჭარის ა/რ პროკურატურამ გიორგი პაპუაშვილის სავარაუდო დანაშაულის საქმეს მტკიცებულებად დოკუმენტური ფილმი დაურთო
„ახალგაზრდა ადვოკატები“: აჭარის ა/რ პროკურატურამ გიორგი პაპუაშვილის სავარაუდო დანაშაულის საქმეს მტკიცებულებად დოკუმენტური ფილმი დაურთო
13:32 20.11.2017
აჭარის ა/რ პროკურატურამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მიერ მოქალაქე როლანდ ბლადაძის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხის მისაკუთრების ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, დოკუმენტური ფილმი: „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“, მტკიცებულების სახით დაურთო. აღნიშნულის თაობაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ აჭარის ა/რ პროკურატურიდან, სულ ახლახანს მივიღეთ ოფიციალური წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის მიმართვა გაზიარებულ იქნა და გიორგი პაპუაშვილის მიერ მოქალაქე როლანდ ბლადაძის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხის მისაკუთრების ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს დაერთო დოკუმენტური ფილმი: „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“. საზოგადოება ინფორმირებულია, რომ აღნიშნული ფილმი დეტალურად აღწერს როლანდ ბლადაძის მიმართ, 2004-2012 წლებში უკანონო დევნისა და ქონების ჩამორთმევის ფაქტებს. ფილმი დეტალურად უჩვენებს სახელმწიფოს მიერ 2012 წლის შემდგომ, სამართალწარმოების პროცესში არამართლზომიერი პოზიციების არსებობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ გაიზიარა ფილმის საქმეზე დართვის საჭიროება. ამავე წერილში ნათქვამია, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“ - განაცახდა არჩილ კაიკაციშვილმა.

როლანდ ბლადაძემ კიდევ ერთი ქონების - ავტოფარეხის უკანონოდ მითვისების საქმეზე, პროკურატურას 2013 წლის იანვარში მიმართა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე. კერძოდ, 2010 წლის მარტში, გიორგი პაპუაშვილს საკუთრების უფლება წარმოეშვა როლანდ ბლადაძის მფლობელობაში არსებულ ავტოფარეხზე, რომლის გასხვისებაც, არც 2007 წლის სახელმწიფოსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით და არც სხვა იურიდიული დოკუმენტაციით, დადასტურებული არ იყო. გიორგი პაპუაშვილის მოთხოვნით, 2009 წლის 18 დეკემბერს გაიმართა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრება, რომელმაც დღის წესრიგით განიხილა ერთადერთი საკითხი - გიორგი პაპუაშვილისთვის დამხმარე ნაგებობების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. საერთო კრების გადაწყვეტილებით, მომზადდა მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რათა გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაში აღრიცხულიყო ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩა #37-ში მდებარე დამხმარე ნაგებობა - სამეურნეო სათავსო და გარაჟი, 35,63 კვ.მ ოდენობით. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ იყო უფლებამოსილი, განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება გიორგი პაპუაშვილისთვის ავტოფარეხის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. მეტიც, ავტოფარეხი არ წარმოადგენდა საერთო საკუთრებას. 2000 წლის 11 სექტემბრის ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის ოქმის გადაწყვეტილებით, ავტოფარეხი გატარდა როლანდ ბლადაძის მფლობელობაში. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტით, მხოლოდ როლანდ ბლადაძე ითვლებოდა მის მართლზომიერ მფლობელად. ამიტომაც, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა უფლებამოსილი არ იყო, განეხილა ავტოფარეხის გიორგი პაპუაშვილისთვის მიკუთვნების საკითხი, თუმცა დოკუმენტებით ჩანს, რომ აღნიშნული მოქმედებებით, სახელმწიფომაც როლანდ ბლადაძის მიმართ, მორიგი უკანონო ქმედება განახორციელა.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ საქმეში არსებობს ამხანაგობის თავმჯდომარის ჩვენება. კერძოდ, მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ ავტოფარეხი როლანდ ბლადაძის საკუთრება იყო, იგი გიორგი პაპუაშვილის დაცვის უფროსმა მიიყვანა მაშინდელ გამგებელთან, სადაც გამზადებული დახვდა ოქმი ავტოფარეხის გიორგი პაპუაშვილისთვის გადაცემის შესახებ. ამხანაგობის თავმჯდომარეს, ზემოქმედების ქვეშ მოუხდა ოქმზე ხელის მოწერა და აღნიშნული ხელმოწერა დადასტურდა ნოტარიუსის მიერ. ამასთან, ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს არქივში აღარ მოიპვება ავტოფარეხზე როლანდ ბლადაძის საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტები. ამჟამად გვხდება მხოლოდ შემდეგი ჩანაწერი: „აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარდა ერას ქუჩა #37-ში მდებარე რ. ბლადაძის ავტოფარეხი, რომელიც საარქივო მასალებში არ ინახება“, რაც ცალკე დანაშაულის ნიშნებს ატარებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ შევნიშნავთ, რომ ქ. ბათუმში, 2012 წელს, ერას ქუჩა #37-ში განხორციელდა ავტოფარეხებისა და დამხმარე სათავსოების დემონტაჟი. მათ შორის მოექცა გიორგი პაპუაშვილის სახელზე გაფორმებული ავტოფარეხიც. როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების დამცველებმა, 2013 წლის ივნისში, შეძლეს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან ოფიციალური დოკუმენტის მიღება, რომლის მიხედვითაც დემონტირებული ავტოფარეხის სანაცვლოდ, გიოორგი პაპუაშვილმა კომპენსაციის სახით მოითხოვა და მიიღო 3565 ლარი.

მოცემულ შემთხვევაში, აჭარის ა/რ პროკურატურა არ განმარტავს, რა საფუძვლებით არ ხდება გიორგი პაპუაშვილის მოწმის სახით დაბარება და დაკითხვა. თუკი საგამოძიებო უწყება ასეთ ღონისძიებას საქმისწარმოების დროს არ მიმართავდა, ვინაიდან გიორგი პაპუაშვილის მოწმის სახით დაბარება არ აღქმულიყო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ რაიმე ფორმით უხერხულობის შემქმნელ გარემოებად, დღეს საგამოძიებო ორგანომ კანონის წინაშე ყველას თანასწორუფლებიანო დამოკიდებულების პრინციპი არ უნდა დაარღვიოს. ამასთან, ორგანიზაცია მოითხოვს, როლანდ ბლადაძე მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან საქმეზე უკვე შემაჯამებელი გადაწყვეტილებაა მისაღები და როლანდ ბლადაძეს სრული უფლება აქვს სამოქალაქო სასამართლოს გზით იდავოს ზიანის ანაზღაურებაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა