ბათუმში თამარის დასახლებაში მიწისქვშა კომუნიკაციებს რეაბილიტაციის დროს მუშებმა მე-11
საუკუნის ქვევრი აღმოაჩინეს. მათ ქვევრი ადგილზე ჯერ ქვით დაამტვრიეს, შემდეგ კი მძიმე ტექნიკით. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
სავარაუდოდ, ადგილზე მომუშავე პერსონალს ქვევრში განძი ეგულებოდა.
არქეოლოგები ადგილზე მალევე მივიდნენ, თუმცა ქვევრი მთლიანად დაზიანებული დახვდათ.
საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს.

















