logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„42-ე მუხლი“ მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს უარყოფითად აფასებს
„42-ე მუხლი“ მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს უარყოფითად აფასებს
13:08 05.07.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს ეხმაურება, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.


როგორც ორგანიზაცია განმარტავს, დღემდე მთავრობის სხდომა უფლებამოსილად მიიჩნეოდა, თუკი 16 მინისტრიდან მონაწილეობას იღებდა, მინიმუმ, 9 მაინც, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად, მინიმუმ 6 მინისტრის თანხობა იყო საჭირო.

„42-ე მუხლის“ განმარტებით, შეთავაზებული ინიციატივით, მთავრობას ენიჭება ამ წესის შეცვლის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა აბსოლუტურად უფლებამოსილი იქნება, მთავრობის სახელით მიიღოს გადაწყვეტილება ორი მინისტრის მონაწილეობითაც კი.

„42-ე მუხლი“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა შეთავაზებული ინიციატივის მიზნად აპარატის მოქნილობისა და მისი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას ასახელებს, მაშინ, როდესაც მოქმედი კანონით, მთავრობა ვალდებულია შეიკრიბოს თვეში ერთხელ, ხოლო რეგლამენტით, როგორც წესი, კვირაში ერთხელ იკრიბება, რაც უფრო ზრდის პასუხისმგებლობას, ამცირებს თვითნებობის ხარისხს და ვერ შეუშლის ხელს მთავრობის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ცვლილები მთავრობის პასუხისმგებლობის ხარისხის შემცირების საფრთხეს ქმნის, რაც საზოგადოების წინაშე მის ანგარიშვალდებულებას დააქვეითებს.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს განიხილავენ და კენჭსაც უყრიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა