logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საია სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების წესის რეგლამენტით დარეგულირებას უარყოფითად აფასებს
საია სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების წესის რეგლამენტით დარეგულირებას უარყოფითად აფასებს
12:57 05.07.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ,,მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში ინიცირებულ  კანონპროექტს საპარლამენტო კონტროლის დასუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
„საიას“ ინფორმაციით, შეთავაზებული ცვლილებების მიხედვით, კანონიდან მე-12 მუხლის 22, მე-4 და მე-7 პუნქტებს ამოიღებენ. აღნიშნული ნორმები ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა - მთავრობის სხდომაზე საკითხის განსახილველად შეტანის, მთავრობის წევრების მიერ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, სხდომაზე გატანილ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობა. კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მთავრობა უფლებამოსილია იმსჯელოს განსახილველ საკითხზე თუ სხდომას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობა გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს.
როგორც „საიაში“ აცხადებენ, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს განსაზღვრავს არა საკანონმდებლო აქტი, არამედ რეგლამენტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინებით მთავრობა ამტკიცებს.
ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებით პარლამენტს ერთმევა უფლება, დაარეგულიროს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და მას მთავრობა და პრემიერ-მინისტრი პარლამენტისგან დამოუკიდებლად განსაზღვრავენ.
„საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას მთავრობის კონტროლი წარმოადგენს. პარლამენტის მიერ მთავრობაზე ეფექტური კონტროლი არის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ბალანსის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პირობა და საპარლამენტო დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი. იმ პირობებში, როდესაც მოქმედი, კონსტიტუცია ისედაც მცირედ მოიცავს მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს, აღნიშნული ცვლილებით კიდევ უფრო კნინდება პარლამენტის როლი გადაწყვეტილების მიღების წესების დადგენის გზით გააკონტროლოს მთავრობის საქმიანობა“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან ერთად, საია-ში განმარტავენ, რომ ცვლილებები აჩენს კითხვებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის კუთხით. კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის წესი განისაზღვრება კონსტიტუციით და კანონით. მთავრობის სხდომა, რაც მიზნად ისახავს განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებას, წარმოადგენს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმას (თუ ერთადერთი საქმიანობის ფორმას არა), ამიტომ აღნიშნული სხდომის ჩატარების წესის განსაზღვრა არა პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, არამედ მთავრობის რეგლამენტით, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციურ ნორმას.
ამასთან, ახალგაზრდა იურისტები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიღება გამოიწვევს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის შესუსტებას. შესაბამისად, მოუწოდებს პარლამენტს, თავი შეიკავოს, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესთან დაკავშირებით იმგავარი საკანონმდებლო რეგულირების დაწესებისგან, რაც ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის მიერ საკონტროლო ფუნქციების სათანადო განხორციელებას.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა