logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნარკოპოლიტიკის კანონპროექთან დაკავშირებით იურიდიულმა კომიტეტმა სამუშაო შეხვედრა გამართა
ნარკოპოლიტიკის კანონპროექთან დაკავშირებით იურიდიულმა კომიტეტმა სამუშაო შეხვედრა გამართა
16:16 18.11.2017
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და USAID-ის მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მიესალმა და წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ უკვე შეჯერებულ მიდგომებზე და ჯერ კიდევ განსხვავებულ პოზიციებზე ინფორმაცია წარმოადგინა.
„ცვლილებები, რომლებიც ინიცირებულია საკმაოდ კომპლექსურია და ფართო ტიპის რეფორმას მოიცავს. იგი მთლიანად ცვლის დღეს არსებულ მიდგომებს, რომლის მიხედვითაც ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარებისთვის შემოთავაზებულია დეკრიმინალიზაცია, ცვლილებები ოდენობების და სასჯელების შეცვლასაც მოიცავს. ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვას აუცილებლად სჭირდება მთავრობასთან პოზიციების შეჯერება, რადგან ცვლილებების მიმართ, ამ დროისთვის, ბევრი წინააღმდეგობა არსებობს. სხვადასხვა სამთავრობო უწყებას განსხვავებული ხედვები აქვთ - ეს ეხება ოდენობების და ფორმულირებების და დეკრიმინალიზაციის ნაწილს. სამუშაო ფორმატში სასამართლოს, აღმასრულებელი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვცდილობთ პრინციპების დონეზე დავინახოთ სად არის თანხმობა და სად შეიძლება იყოს კორექტირებული ვერსია. ვფიქრობ, რომ წარმოდგენილ პროექტში გარკვეული ცვლილებები შევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რთული იქნება კომპრომისის მიღწევა. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა მიმართ გამოკვეთილია ერთიანი პოზიცია - კანონი იყოს უფრო ჰუმანური და სამართლიანი, ხოლო რეალიზატორების მიმართ ლიბერალიზაციის კუთხით არანაირი კომპრომისი არ იქნეს დაშვებული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კანონპროექტის ცვლილებები, სამუშაო ჯგუფის წევრებს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის შავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გააცნო.
„საკმაოდ კომპლექსური საკანონმდებლო პაკეტია წარმოდგენილი. მისი ძირითადი არსი საპატიმრო სასჯელის, ციხის ნაცვლად მომხმარებლებზე ზრუნვა წარმოადგენს. შესაბამისად, 273-ე მუხლის გაუქმება პრინციპული საკითხია, თუმცა შესაძლებელია ეს მუხლი გარკვეული დათქმით გაუქმდეს ანუ მთავრობას მიეცეს ვადა, იმისათვის რომ განავითაროს მკურნალობა, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების სერვისები. თუ რა თანხებს მოიცავს აღნიშნული სერვისები უკვე დათვლილია და მხოლოდ მათი ამოქმედების შემდეგ შესაძლოა გაუქმდეს საპატიმრო სასჯელები. მსჯელობა მიდის ასევე ყველა ნარკოტიკული ნივთიერების მიმართ, ოდენობების განსაზღვრის კუთხით, რომლებიც პირადი მოხმარების მიზნით გამოიყენება. ცვლილებების მესამე პრინციპული საკითხი ნარკორეალიაზიის კუთხით კანონმდებლობის გამკაცრებაა, ეს ეხება ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის გატოლებას, თავისი არსით, ნარკოდანაშაულთან. ანუ თუ რეცეპტის გარეშე გასცემენ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს ამ შემთხვევაში, როგორც გამცემი, ასევე კონკრეტული სააფთიაქო დაწესებულების მფლობელი დაისჯება ისევე, როგორც ისჯებიან ნარკოდანაშაულზე - 6 წლიდან და ზევით. ეს მიდგომა კი ძალიან პრევენციული ღონისძიება იქნება იმ მავნე მოვლენისა, რომელიც ჩვენ საზოგადოებას აზიანებს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები დაესწრნენ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა