logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული სატრენინგო მოდულის ფართოდ გამოყენება მოხდება
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული სატრენინგო მოდულის ფართოდ გამოყენება მოხდება
15:19 18.11.2017
იუსტიციის სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში წარმოებული უფასო ტრენინგების 6-თვიანი კურსი დაასრულა. დღეს ტრენინგების შედეგები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა კასრაძემ შეაჯამეს.
ღონისძიებაზე გადაწყდა, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შემუშავებული ცნობიერების ასამაღლებელი სპეციალური სატრენინგო მოდულის ფართოდ გამოყენება მოხდება.
სპეციალურად მომზადებული პროგრამით ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა არის ძალადობა, როგორ შეიძლება ის ვლინდებოდეს, რა ზეგავლენა აქვს მას პიროვნებასა და საზოგადოებაზე; გაეცნობიან ძალადობის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად დღეს არსებულ მექანიზმებს. მსმენელებს გაუღრმავდებათ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარონ მსხვერპლს და როგორ ამოიცნონ ძალადობის ესა თუ ის ფორმა. სწავლება მათ საშუალებას მისცემთ, უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები და, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დახმარებით.
აღნიშნული ტრენინგ-მოდულის გარდა, იუსტიციის სასწავლო ცენტრი მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას უფასოდ გაიარონ ტრენინგები შემდეგ თემებზე:
1) „სამართალი და ადამიანის უფლებები“
2) „კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა“
3) „დისკრიმინაცია“
4) „ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის სამართლებრივი საშუალებები“
5) „რა არის ევროკავშირი?”
6) „საკუთრების უფლება, საგადასახადო და სამეწარმეო სამართლის საბაზისო ცნებები“
7) ადამიანის ღირსება, როგორც ძირითადი უფლება;
8) პირადი ცხოვრების და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობა;
9) გამოხატვის თავისუფლება;
10) შემოქმედებითი თავისუფლება;
11) თავისუფლების ძირითადი უფლება, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია;
12) ნარკოტიკული დანაშაულები- ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია საქართველოში
13) საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი (ზოგადი ცნებები)
14) ბავშვთა უფლებები
15) სახელშეკრულებო სამართალი-ყველაზე ტიპური ხელშეკრულებები
16) კიბერდანაშაული
17) სისხლის სამართლის პრაქტიკული საკითხები
მთლიანობაში, იუსტიციის სასწავლო ცენტრს სამართლებრივი, სოციალური, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით 100-ზე მეტი ტრენინგის მოდული აქვს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა