აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა გიორგი ბარათელმა
საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მან 10 წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.
ბარათელი შარაძის მკვლელობის მიზეზად პირად შურისძიებას ასახელებს. შარაძის ოჯახის მას კვლავ უდანაშაულოდ მიიჩნევს.
“მე პირადად არავის არ ვადანაშაულებდი არანაირ ზეწოლაში. მე ვარ პატიმარი, ბრალდებული. გამოძიებასთან, პროკურატურასთან და ვისაც პაგონები აქვს, მე მაგ ხალხთან არ ვთანამშრომლობ,“ - განაცხადა ყოფილმა მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა.
ყოფილი პარლამენტარი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისის საღამოს თბილისის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ბარათელი შარაძის შვილის მეგობარი იყო.

















