logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის #140 საჯარო სკოლა გათავისუფლებულ პედაგოგს სამსახურში აღადგენს და 18,178 ლარს გადაუხდის
„ახალგაზრდა ადვოკატები“: სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის #140 საჯარო სკოლა გათავისუფლებულ პედაგოგს სამსახურში აღადგენს და 18,178 ლარს გადაუხდის
16:02 15.11.2017
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის #140 საჯარო სკოლის მიმართ წარმოებული დავა გათავისუფლებული მასწავლებლის კანონიერ უფლებებში აღდგენით დასრულდა, რითაც სრულად დაკმაყოფილდა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ სამართალწარმოების პროცესში წარდგენილი ყველა სასარჩელო მოთხოვნა და სკოლას უკანონო გათავისუფლებული პედაგოგის სასარგებლოდ, იძულებითი შრომითი განაცდურის სახით, დღევანდელი მდგომარეობით, 18,178 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ სასამართლო წესით გასაჩივრებულ იქნა თბილისის #140-ე საჯარო სკოლის დირექტორ ნინო ასანიძის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება სკოლის მათემატიკის მასწავლებლის ქ. ო.-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. სკოლის მხრიდან პედაგოგის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები გახდა სკოლის შინაგანაწესით პედაგოგის მხრიდან მოსწავლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიეყენების სავარაუდო ფაქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (მოსამართლე: ასმათ კოხრეიძე) სრულად იქნა გაზიარებული სკოლის მტკიცება და არ დაკმაყოფილდა გათავისუფლებული მასწავლებლის სარჩელი. ორგანიზაციამ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების კვლევის, მტკიცებულებათა ერთობლიობისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სრულად დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და პედაგოგის გათავისუფლების უკანონო ხასიათი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გათავისუფლების უკანონობა მისი თანმდევი მიზეზ-შედეგობრივი საფუძვლებიდან გამომდინარე და მიიღო გადაწყვეტილება სადავო გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სკოლის მათემატიკის პედაგოგის ქ.ო-ის სამსახურში აღდგენისა და 2014 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებითი განაცდურის გადახდევინებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოებულ დავაზე გადაწყვეტილება პალატის შემდეგმა შემადგენლობა მიიღეს: დიანა ბერეკაშვილი (თავმჯდომარე), ეკატერინე ცისკარიძე და ვანო წიკლაური. საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განახორციელა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა