იუსტიციის სახლთან "სამართალდამცველთა რეფორმირების" ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად
კუპრავა დააკავეს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად კუპრავა იმ 41 ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის დადგმას ცდილობდა, რომლებიც მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცავი უწყებების ქმედებებს შეეწირნენ.
„ჩვენ არ ვაპირებდით მის ჩაბეტონებას და მყარად დამონტაჟებას. ამ ბანერზე არის წარწერა, სახელები, გვარები და ფოტოები იმ ადამიანების, ვინც სისტემამ ბოლო წლების განმავლობაში, 2012 წლიდან, ბარბარე რაფალიანციდან პაატა პავლიაშვილის ჩათვლით იმსხვერპლა,“-განაცხადა ზვიად კუპრავამ.
აქციაზე კიდევ ორი მონაწილე- რამაზ კოკოშაშვილი და ბადრი ხიდაშელი დააკავეს.

















