თელავში, საავტომობილო სახელოსნოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ღამით,
თბილისის გზატკეცილზე მოხდა.32 წლის მამაკაცს დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიბჯენით ესროლა და მიიმალა.
მომხდარის სავარაუდო მიზეზები ჯერჯერობით არ სახელდება.
საქმეზე სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

















