logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შსს-ს თანამშრომლებმა აშშ-ში ნარკოტიკების აღმოჩენის საკითხებზე სწავლება გაიარეს
შსს-ს თანამშრომლებმა აშშ-ში ნარკოტიკების აღმოჩენის საკითხებზე სწავლება გაიარეს
09:47 08.11.2017
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური სასწავლო პროგრამის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდმა გახსნეს.

ცერემონიალზე ამერიკულმა მხარემ, კინოლოგიური პროექტი K9-ს მეორე ეტაპის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 სამომსახურეო ძაღლი გადასცა.

კინოლოგიური სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებული, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადამზადებული თანამშრომლები, სამომსახურეო ძაღლებთან ერთად, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე იმუშავებენ.

შსს-ს ინფორმაციით, სწავლება ორ ეტაპად განხორციელდა: პირველი ეტაპი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო მეორე ეტაპი - საქართველოში ჩატარდა. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს და ტრენერთა ტრენინგის კომპონენტს. პროგრამა შსს-ს საპატრულო პოლიციის 8 და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 თანამშრომელმა წარმატებით დაასრულა. მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის, აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლები. სასწავლო პროგრამა კინოლოგიური პროექტი K9-ს ფარგლებში განხორციელდა.

აღნიშნული პროექტი 2013 წლიდან, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და სხვადასხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს. პროექტის ფარგლებში, ოპერატიულ ჯგუფს პირველ ეტაპზე უკვე გადაეცა 10 სამომსახურეო ძაღლი და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძაღლების 8 მუდმივ საცხოვრებელს - ვოლიერს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად დროებითი ვოლიერები აშენდა.

პროექტი K9 მიზნად ისახავს ნარკოტიკების და ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა