logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მონიტორინგზე ახალ შეფასებებს წარმოადგენს
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მონიტორინგზე ახალ შეფასებებს წარმოადგენს
17:35 07.11.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების შეფასებაზე მიმდინარე კვლევის ახალ შედეგებს ჟურნალისტურ კორპუსს და მესამე სექტორის წარმომადგენლებს გააცნობს და მონიტორინგის სამომავლო მიზნებზე განცხადებას გააკეთებს.

ორგანიზაციამ 2017 წლის 28 აპრილს, თბილისის მგგ-ის განახლებული საპროექტო წინადადების სამართლებრივი მონიტორინგი და ანალიზის შედეგები ფართო საზოგადიოების წინაშე ცნობილი, მისი საჯარო პრეზენტაციის გზით გახადა. ორგანიზაციამ წარმოადგინა სარეკომენდაციო წინადადებები და კვლევა გაცნობისთვის გადაუგზავნა პროცესში ჩართულ ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ საკითხზე მსჯელობა და დისკუსია გაგრძელდებოდა. ამჟამად, მნიშვნელოვან ინტერესს იწვევს თბილისის მუნციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი: „ქ. თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს ამავე სახელწოდებით 2016 წლის 24 მაისს მიღებული თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება. მთავარი კითხვა, რომელიც წარმოდგენილი აქტის ამჟამინდელ პროექტთან დაკავშირებით დაისმის, ეხება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების საკითხებს, ვინაიდან თბილისის მერიიდან თბილისის საკრებულოში, დადგენილების პროექტი: „ქ. თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, წარდგენილია და წარმოჩენილია, როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რაც არსებითად სხვა მოცემულობა და სხვა სახელწოდების დოკუმენტია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თბილისის მგგ-ის განახლებული დოკუმენტის შეფასებაზე ყურადღებას იმსახურებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თხოვნით აზიის განვითარების ბანკის მიმართ მიმართვა, რომელმაც თავის მხრივ დაიქირავა ფრანგული კომპანია IAU, რომლის ექსპერტმაც, ერიკ ჰიუბრეხტიმ 2017 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა უაღრესად კრიტიკული შეფასებები მომზადებულ ქართულ დოკუმენტზე. ორგანიზაციის გუნდი ისაუბრებს აღნიშნულ დოკუმენტზე და თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას კიდევ ერთხელ შეახსენებს რეკომენდაციას, თბილისის ახალი მერისა და ახალი საკრებულოს უფლებამოისლების ცნობამდე, არ მოხდეს დოკუმენტის არსებული სახით მიღება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეხვედრა და პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ 12:00 საათზე დაიწყება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა