შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა. ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი - ე.წ. „სირეცი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო გასაღების ფაქტს გულისხმობს.

















