სააპელაციო სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთობლივი სარჩელი არ
დააკმაყოფილა. ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დარჩა.
ოპოზიციური პარტიები ხმების ხელახლა გადათვლას და თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რადგან მათი განმარტებით, არჩევნები ტოტალური გაყალბების ფონზე წარიმართა.
როგორც ოპოზიციაში განმარტავენ, ისინი აღნიშნულს სტრასბურგის სასამართლოშიც გაასაჩივრებენ.

















