logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბათუმში საქართველოს შს მინისტრისა და ნატო-ს წარმომადგენლების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა
ბათუმში საქართველოს შს მინისტრისა და ნატო-ს წარმომადგენლების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა
11:02 04.11.2017
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა ერვი ბლეჟონმა ნატო-საქართველოს საზღვაო თანამშრომლობის საკითხები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.

ერთობლივი პრესკონფერენცია გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. შს მინისტრმა საქართველოში ბულგარეთის საელჩოს და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს ნატო-ს საპორტო ვიზიტის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მაქვს პატივი, ვუმასპინძლო ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობას და ალიანსის მუდმივმოქმედ ნაღმსაწინააღმდეგო საზღვაო შენაერთს. მინდა, მადლობა გადავუხადო ვიცე-ადმირალ ერვე ბლეჟონს იმისთვის, რომ დღეს ჩვენს გვერდითაა. მისი სტუმრობა ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის უდავო დასტურია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს გახლავთ ნატო-ს საზღვაო შენაერთის მესამე ვიზიტი საქართველოში, რაც ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის მკაფიო მაგალითია.

მოგეხსენებათ, ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოებასა და ზღვაზე სამართალდაცვითი საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი, წამყვანი უწყება გახლავთ შსს-ს სასაზღვრო პოლიცია. ამდენად, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიმართულებით არაერთ სიახლეს ვნერგავთ, მათ შორისაა, ერთიანი საზღვაო სურათის შექმნა და უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერება. ამ კუთხით, აღსანიშნავია შსს-ს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი, რომლის შემდგომი განვითარება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. აქტიურად მიმდინარეობს სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზების პროცესიც.

ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველვყოთ ალიანსთან ურთიერთთავსებადობა“,- განაცხადა შს მინისტრმა.

პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა ერვი ბლეჟონმა, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილე როსარია პუგლისმა და ნატო-ს ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის მეთაურმა, II რანგის კაპიტანმა, ჯასთინ ჰეინისმა უპასუხეს.

ერთობლივ პრესკონფერენციამდე ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილემ შს მინისტრს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით მყოფი, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) გემების მეთაურები წარუდგინა და საფლაგმანო ხომალდზე - „REGELE FERDINAND“ უმასპინძლა.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ, სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა