შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-3
განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.ტ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტს გულისხმობს.

















