ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ
პუნქტებში „წითელი ხიდი“, ,,ლაგოდეხი“ და ,,ყაზბეგი“, საქართველოს, თურქეთისა და რუსეთის მოქალაქეების ე.შ-ს, ო.ი-ს, უ.ს-სა და ლ.რ-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერებისას, ნარკოტიკული, (14 კაფსულა ტრამადოლი) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული (40 აბი პენტალგინH) მედკამენტები, ასევე, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (1.65 გრამი) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

















