საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილის ვადამდე ადრე
შესაძლო გათავისუფლების საკითხს აფასებს.
როგორც მინისტრი განმარტავს, საკითხი არის განხილვის პროცედურა და ყველა მასთან დაკავშირებული საკითხი გაწერილია კანონით.
„ვანო მერაბიშვილის ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი არის განხილვის პროცედურა და ყველა მასთან დაკავშირებული საკითხი გაწერილი კანონით. აქ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ტიპის სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრომ აბსოლუტურად ნათელი და გასაგები განცხადება გაავრცელა, დანარჩენი არის უკვე პროცედურის საკითხი. არ მგონია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს შეუძლიათ რაიმე ტიპის განცხადებები აკეთონ ამ თემაზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ ჩვენც და მეორე მხარეც, როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ვერ გამოიწვევს,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
გუშინ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილს უკვე ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება და რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საპყრობილეს, სავარაუდოდ,ახალ წლამდე დატოვებს.
მისი ადვოკატი აღნიშნულს ადასტურებს.

















