logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პროკურატურამ სახმელეთო ჯარების თანამშრომელი, მსჯავრდებული მაიორი მამუკა ზოიძე გაამართლა
პროკურატურამ სახმელეთო ჯარების თანამშრომელი, მსჯავრდებული მაიორი მამუკა ზოიძე გაამართლა
09:58 02.11.2017
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო და მსჯავრდებული მოქალაქე მამუკა ზოიძე გაამართლა.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მამუკა ზოიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

მამუკა ზოიძეს მთავარი პროკურატურისთვის მომართული ჰქონდა საჩივრით, სადაც იგი ითხოვდა მის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვას და მისი დარღვეული უფლების აღდგენას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ამავე კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 21 თებერვალს, ახალმა დეპარტამენტმა მსჯავრდებულ მამუკა ზოიძის მიმართ, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა მამუკა ზოიძის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
2011 წლის 6 ოქტომბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდლობის საავიაციო ბრიგადის ტაქტიკური სადაზვერვო ესკადრილიის მეთაური, მაიორი მამუკა ზოიძე გამოიძახეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში და არარსებული ჯაშუშობის აღიარება მოსთხოვეს. მამუკა ზოიძემ აღნიშნული ბრალდება კატეგორიულად უარყო, რის შემდეგაც მას გახადეს სამხედრო ფორმა, ჩააცვეს სპორტული ტანსაცმელი, თავზე ჩამოაცვეს ტომარა და ფარულად გადაიყვანეს ვაზიანის ჰაუპტვახტში. ოფიციალურად კი მისი დაკავების ვერსიად გაფორმდა თითქოსდა პირადი ჩხრეკისას მას ამოუღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი. პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მამუკა ზოიძეს, ცეცხლსასროლი იარაღი იმჟამინდელი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების დავალებით ჩაუდეს და სამხედრო მოსამსახურისთვის ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს.
მ.ზოიძე დაჯილდოებული იყო პირველი და მეორე ხარისხის მედლებით ,,უმწიკვლო სამსახურისთვის“ და გამოჩენილი მამაცობისთვის ,,გენერალ კვინიტაძის“ მედლით. ასევე მონაწილეობდა 2007 წელს ერაყის სამშვიდობო მისიაში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პატიმრობის შეფარდებიდან 5 თვის შემდეგ მამუკა ზოიძე განთავისუფლებული იქნა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე და განთავისუფლებიდან 1 თვეში აღდგენილი იქნა თანამდებობაზე.
ამრიგად, როგორც ახალი გამოძიების პროცესში, ასევე ხელახალი სასამართლო განხილვისას, მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მამუკა ზოიძის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე მსჯავრდებული სრულად გაამართლა.
პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 46 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 12 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი“- ნათქვამია განცხადებაში.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა