ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი
30 ნოემბრამდე გადაიდო. საქმის გადადების მიზეზი მასალების უკეთ გაცნობა გახდა.
დაკავებული პირები კი მანამდე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ქართული მარშის წევრებმა ფეხბურთის ფედერაციასთან გურამ კაშიას მიერ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაში გააპროტესტეს.
ისინი კაშიას ეროვნული ნაკრებიდან გააძევებას მოითხოვდნენ.

















