საბერძნეთში, ათენში ადგილობრივმა პოლიციამ 85 წლის ქალის ცემისა და უთოთი წამების ფაქტზე 7
ქართველი დააკავა.
ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, ბრალდებულები ხანშიშესული ქალის სახლში დაყაჩაღების მიზნით შეიჭრნენ.
„საწოლზე დამაგდეს და უთო დამადეს. საშინელი ტკივილი ვიგრძენი და კივილი დავიწყე. ამის გამო მათ ყბაზე მომიჭირეს ხელი და ცხვირში დამარტყეს. დერეფნიდან ხმა შემომესმა, მივხვდი რომ ვიღაც სხვა შემოვიდა. მერე საძინებლისკენ დავინახე. მაღალი იყო, ხელთათმანები არ ეკეთა, მაგრამ სახე სრულიად დაფარული ჰქონდა, მხოლოდ თვალები უჩანდა. ფულს მთხოვდნენ, შემდეგ საწოლზე მიმაბეს და ვეღარ ვდგებდი. ვეკითხებოდი, ნუთუ არ გყავთ მშობლები, დედა?! ამ დროს ცხვირში დამარტყეს და გამიტეხეს“- განაცხადა დაზარალებულმა.

















