ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაბა ჩაქვში გუშინ საღამოს
მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, დაზიანებები მან თავის ქალასა და გულმკერდის არეში მიიღო.

















