ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი
მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა.
საქმე ეხება 2004 წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „რუსთავი 2“-ს შორის გაფორმებულ სხვადასხვა ხელშეკრულებაზე, მათ შორის, საიჯარო და სატელიტური სიგნალით მომსახურებაზე. ასევე საარქივო მომსახურების ხელშეკრულებასა და სუბლიცენზიებზე.
დავალიანება შეადგენს 13 575 ამერიკულ დოლარს, საარქივო მომსახურებისთვის 100 ლარს, სუბლიცენზიისთვის 12 828 ევროსა და 141 087 შვეიცარული ფრანკს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-მა ხელშეკრულების დარღვევისათვის საზოგადოებრივ მაუწყებელს პირგასამტეხლოც უნდა გადაუხადოს, თუმცა მისი განაკვეთი 0.07 %-მდე შემცირდა.

















