გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დაცვის მხარის განცხადებით, მათ გამოძიებასთან ბევრი კითხვა აქვთ. მათი ინფორმაციით, ხახუბია პოლიციელების მიერ ტრაგედიამდე დაკავებული იყო, რაც კითხვებს აჩენს.
„ბექა ხახუბია იმავე დღეს დაკავებულ იქნა თბილისის მთაწმინდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მათ მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე. თუმცა როგორ მოხდა მისი დაკავების შემდგომ გათავისუფლება, რაც არ უნდა მომხდარიყო, აქ უკვე ბევრი კითხვის ნიშანია და იმედი გვაქვს ეს საქმის სასამართლო განხილვებით აუცილებლად დადგინდება“-განაცხადაბრალდებული პოლიციელების ადვოკატმა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.
საქმეზე გარდაცვლილის ძმა დაიკითხა. პროკურატურის 70-მდე მოწმის დაკითხვა დღეს და 1-ელ ნოემბერს მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 17 მაისს ემსხვერპლა. მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს.

















