ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემის P.S.-ის ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი
უკრაინაში არ შეუშვეს.
როგორც თავად გოგოტიშვილი განმარტავს, გაჩერების მიზეზად მისი ახლადამოქმედებული პასპორტი მიიჩნიეს, რომელშიც მისი უკრაინაში ყოფნის დამადასტურებელი ბეჭედი არაა.
„უკვე რამდენიმე საათია გაჩერებული ვარ აეროპორტში. ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა და მათი უმეტესობა გაუშვეს, ჩვენი ოპერატორიც. მე გამაჩერეს და ამბობენ, რომ ახლადამოქმედებული პასპორტი მაქვს. მკითხეს, ვარ თუ არა უკრაინაში ნამყოფი- ვარ 15-20-ჯერ, მაგრამ ამ პასპორტში დაფიქსირებული არაა. აქ ევროკავშირის ქვეყნებში ჩემი ყოფნაა ასახული, მათ პასპორტი საეჭვოდ მიიჩნიეს. ფოტოები გადამიღეს და ალბათ ეს კარგს არ ნიშნავს. დიდი შანსია, დეპორტი ჩამირტყან, რაც არასასურველი განვითარება იქნება მოვლენების. ოფიციალურ განცხადებას არავინ აკეთებს, რატომ ვარ აქ“-განაცხადა გოგოტიშვილმა.

















