logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაკნინება შესაძლებელია, ბიზნესის ინტერესებში შედიოდეს
„ახალგაზრდა ადვოკატები“: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაკნინება შესაძლებელია, ბიზნესის ინტერესებში შედიოდეს
13:59 27.10.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯგუფების სხვადასხვა პოზიციას ეხმაურება, რომლითაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, შემძენი ითვლება მესაკუთრედ იმ შემთხვევშიც, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისთვის ცნობილია.

ორგანიზაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი ლაბაძის განცხადებით, დღემდე სასამართლოს გაადწყვეტილების გავლენებისა და უარყოფითი შედეგების თაობაზე, საზოგადოებას მიეწოდება ცალმხრივი შეფასება. ორგანიზაცია ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებებს, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს გაუარესების შესაძლებლობას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შეჩერებას და საბაზრო ეკონომიკის პირობებში, გარიგებათა ჩაშლის მოლოდინს, თუმცა ორგანიზაცია სრულად იზიარებს იმ პოზიციას, რომელიც ეხება გადაწყვეტილების რისკებს და მიმართავს საქართველოს მთავრობას, საზოგადოებისთვის, რაც შეიძლება გონივრულ ვადებში გახდეს ცნობილი, რა ხედვა და სისტემა იქნება შემოტანილი, ნამდვილი მესაკუთრეებისა და კეთილსინდისიერი შემძენების ინტერესების დასაცავად.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არ ხდება საზოგადოების ობიექტური ინფორმირება, ხოლო ცალკეული გამონათქვამები და შეფასებები, დისკრედიტაციას უკეთებს სასამართლოს და მისი გადაწყვეტილების მიზანმიმართული კრიტიკა, შესაძლებელია გამომდინარეობდეს მსხვილ ბიზნესთან აფილირებული ექსპრეტების ლობისტურ ინტერესებთან. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, მხოლოდ უარყოფიოთ კონტექსტში შეფასება, არ ემსახურება საზოგადოების ობიექტურად ინფორმირების მიზანს და შესაძლებელია ხელოვნურად ხდებოდეს გადაწყვეტილების დისკრედიტაცია. სასამართლოს გადაწყვეტილება გამომდინარეობს თანაზომიერების პრინციპიდან, რაც გულისხმობს უფლების შეზღუდვას უფრო მაღალი საჯარო ინტერესის დაცვის სასარგებლოდ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ თავდაპირველი/კანონიერი მესაკუთრეების საკუთრების უფლება წარმოადგენს უფრო მეტი დაცვის საჭიროების მქონე ობიექტს, ვიდრე შემძენის საკუთრების უფლება. ეს მიდგომა სრულიად ლოგიკურია, რადგან როდესაც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საჩივრის ან დავის შესახებ ინფორმაცია არსებობს, შემძენი ვალდებულია ატაროს ამ სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე რისკი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართეველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უკვე დადგენილი იყო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, საკუთრება, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა საჩივარი და ამის შესახებ შემძენს ჰქონდა ინფორმაცია, იგი ვეღარ გახდებოდა კეთილსინდისიერი შემძენი და წარმოდგენილი იყო, როგორც რისკის მატარებელი. მეტიც, თუკი სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, სახეზე კვლავ გვექნებოდა „შემძენის“ და არა „კეთილსინდისიერი შემძენის“ ინსტიტუტი, რამდენადაც, თუკი პირს ინფორმაცია აქვს სადავო ქონების შესახებ, იგი კეთილსინდისიერად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან ასეთი სტანდარტი სრულიად დაუცველს ტოვებს ნივთის კანონიერ მესაკუთრეს.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შესაბამისობაში მოიყვანოს საპროცესო კანონმდებლობა და შემოღებულ იქნეს იმგვარი სისტემური დაცვის მექანიზმი, რომელიც შეძლებს უკანონო გარიგებებისგან სუბიექტების დაცვას. ამ მიმართულებით, ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიური მონაწილეობა მიიღობს განხილვებსა და დისკუსიებში, წარმოადგინოს საკითხთან დაკავშირებით წინადადებები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა