თბილისის საქალაქო სასმართლო დედაქალაქის საკრებულოსთან 10 ოქტომბერს დაკავებული აქციის
მონაწილეების საქმეზე გადაწყვეტილებას 9 ნოემბერს გამოაცხადებს.
დღეს სასამართლოში საქმეზე უკანასკნელი განხილვა გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ ის მტკიცებულეები წარადგინა, სადაც სამართალდამცველების შეფასებით აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას ჰქონდა ადგილი.
შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დააკავეს. მათ ბრალად პოლიციელთა მიმართ დაუმორჩილებლობა და ხულიგნობა ედებათ.

















