logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 გიორგი მღებრიშვილმა და იან კელიმ სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა გახსნეს
გიორგი მღებრიშვილმა და იან კელიმ სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა გახსნეს
09:51 27.10.2017
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N2 სამმართველოს (ახალციხე) N7 სექტორი „სულდის“ ახალი შენობა გახსნეს.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის განვითარება მისი უწყებისთვის პრიორიტეტია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სასაზღვრო პოლიციის განვითარება, მისი შესაძლებლობების გაძლიერება, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა, ინფრასტრუქტურის განახლება და მოდერნიზაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ვინაიდან დაცული საზღვარი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფუნდამენტია.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ამერიკის საელჩოს საქართველოში და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს. მათი აქტიური ჩართულობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
გახსნის ცერემონიალს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან ჭაბუკიანი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
სასაზღვრო სექტორის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა საქართველო-თურქეთის საზღვრის 15-კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება. პროექტი საქართველოში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.
სექტორი „სულდის“ ახალი შენობის გახსნის შემდეგ, სტუმრებმა მესაზღვრეების აღჭურვილობა და ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ამერიკულმა მხარემ გადასცა.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დახმარებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: აშენდა ახალი სასაზღვრო სექტორები და კინოლოგიის ცენტრი, სახელმწიფო საზღვრი ელექტრონული დაკვირვების სისტემებით აღიჭურვა, დაინერგა სასაზღვრო ოპერაციების მართვის სისტემა, გაძლიერდა სანაპირო დაცვის ფლოტი, გაუმჯობესდა გემთსარემონტო შესაძლებლობები და საზღვაო ინფრასტრუქტურა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა