logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
1-ელ ნოემბერს ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება
1-ელ ნოემბერს ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება
17:40 26.10.2017
1-ელ ნოემბერს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება.

გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურ განმარტებას აკეთებს ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ:

გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელსაც კანონი ავალდებულებს დეკლარაციის შევსებას, მიეკუთვნება ფიზიკური პირი, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი საანგარიშო პერიოდის წინა კალენდარულ წელს (მოცემულ შემთხვევაში 2016 წელს) აღემატება 40 000 ლარს; საკუთრებაში აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ქონება - დასაბეგრი ქონება - და არ სარგებლობს ამავე კოდექსით განსაზღვრული შეღავათებით. მიღებულ შემოსავლებში იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, დარიცხული ხელფასი, დივიდენდი და ა.შ.
ამ კატეგორიას მიკუთვნებული ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ქონების გადასახადის დეკლარაცია არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. ამასთან, აღნიშნულ ვადაში დეკლარაციის წარდგენა და კუთვნილი გადასახადის გადახდა ევალებათ მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსაც.
აღსანიშნავია, რომ გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მაჩვენებლის ზრდა, წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრიორიტეტს, შესაბამისად, უწყება ახორციელებს ვალდებულების მქონე გადასახადის გადამხდელთა მუდმივ მონიტორინგს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, პირის ოჯახის წევრად უპირობოდ განიხილება მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ.

ფიზიკური პირის და მისი ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი; მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:
• ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი (მაგ: თუ ინდ. მეწარმის 2016 წლის ერთობლივი შემოსავალია 120 000 ლარი, მასთან დაკავშირებული დეკლარირებული ხარჯი კი 80 000 ლარი, დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 40 000 (120 000 - 80 000 = 40 000) ლარს, რაც ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების განსაზღვრის მიზნით ჩაირთვება შემოსავალში);
• ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;
• დარიცხული ხელფასი (ამ შემთხვევაში შემოსავალში შეიტანება დარიცხული ხელფასი და არა ხელზე გაცემული, საშემოსავლო გადასახადის დაკავების შემდეგ არსებული ხელფასი);

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:
• სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი (მცირე მეწარმისთვის დასაბეგრი შემოსავალი წარმოადგენს მის მიერ დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალს, ხარჯის გამოქვითვის გარეშე);
• დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს;

შემოსავლებში არ შეიტანება:
• ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;
• ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
• იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
• ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
• სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისგან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული სარგებელი;
• მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი;

საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

დაბეგვრის ობიექტებს განეკუთვნებიან:
• მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე, ასევე, არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება. ამასთან, დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრება სამართლიანი საბაზრო ფასით.

2017 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში მსუბუქი ავტომობილი არ შეიტანება:
2017 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში მსუბუქი ავტომობილები არ შეიტანება (მსუბუქი ავტომობილები ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახვას ექვემდებარება მხოლოდ 2018 წლის და შემდგომი საანგარიშო პერიოდ(ებ)ში). საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, ფიზიკური პირის, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტებს (საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა ან მათი ნაწილი), იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი), 2017 წლის 1 იანვრიდან დაემატა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილები (საქართველოს კანონი N97-Iს, 16 დეკემბერი 2016 წ.). სსკ-ის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა, ხოლო, ამავე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, გადასახადს იხდის არაუგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. შესაბამისად, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2017 წლის დეკლარაციაში შეიტანება დასაბეგრი ქონება 2016 წლის მიხედვით, ხოლო მსუბუქი ავტომობილები ვერ იქნება განხილული 2016 წლის მიხედვით დაბეგვის ობიექტად (გარდა, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ფიზიკური პირის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივებისა).

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განამავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
• 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,05 პროცენტისა და არა უმეტეს 0,2 პროცენტისა;
• 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ზუსტ განაკვეთს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც პროგრამულად ასახულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დეკლარაციების მოდულში.
დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრ ქონებაზე შეიტანება ქონების ფლობის თვეების პროპორციულად და დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.

ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:
• საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით, მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთან, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არ წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არაუგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა.
• საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით, ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. ამ შემთხვევაში წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს ავტომატურად არიცხავს ქონების გადასახადს. შესაბამისად, ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთან, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდის მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

ფიზიკური პირი მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
• მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
• სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
• მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება სასოფლო-სამეურნეო მიწის შემთხვევაში 1 ჰექტარზე; ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიწის შემთხვევაში 1 კვ.მ-ზე გაანგარიშებით ლარში და კონკრეტულ განაკვეთს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.
ქონების გადასახადისგან (მათ შორის, მიწაზე ქონების გადასახადისგან) გათავისუფლება განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით.

ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარირება შესაძლებელია ელექტრონულად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით www.rs.ge - შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით https://eservices.rs.ge/VideoHelp.aspx

დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებს ან დარეკოთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრში ნომერზე 2 299 299.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა