ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მამაკაცს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს, ოპერაცია ჩაუტარდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ინციდენტის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

















