არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის"
წარმომადგენლებზე მახარე სისაურსა და რამაზ ღვალაძეზე თავასხმა მოხდა. თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის შტაბიდან გასვლის შემდეგ მათ მანქანის გაჩერება მოსთხოვეს და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ავტომობილს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.
ის არც ადასტურებს და არც გამორიცხავს, რომ მომხდარი მის საარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდეს. მეჭიაურის განმარტებით, აღნიშნული პირები საარჩევნო პროცესებს ესწრებოდნენ.
“არაფერს არ გამოვრიცხავ. შეიძლება ეს სხვების დაშინების მიზნითაც მოხდა-იქ სხვა მოწმეებიც უნდა მივიდნენ, თუ საჭიროება იქნება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ შემთხვევით მოხდა. არ მინდა რაიმე სპეკულაციაში ჩამეთვალოს. არაფერს არც გამოვრიცხავ და არც ვადასტურებ. მე არ მგონია „ქართული ოცნების“ მხრიდან იყოს ეს გაკეთებული“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

















