საგარეჯოს რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ღამით, სოფელ ქეშალოში
მოხდა. 30 წლამდე მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში დანით თანასოფლელმა მიაყენა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება არსებული ვალის გამო დაიწყო, რომელიც გარდაცვლილს ევალა.
საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

















