logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი მღებრიშვილი უმსხვილესი იაპონური ფონდის თავმჯდომარეს შეხვდა
გიორგი მღებრიშვილი უმსხვილესი იაპონური ფონდის თავმჯდომარეს შეხვდა
09:48 24.10.2017
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, უმსხვილესი იაპონური ფონდის - „ნიპონის“ თავმჯდომარეს, იოჰეი სასაკავას შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა იოჰეი სასაკავას ტოკიოში გამართულ სანაპირო დაცვის გლობალურ სამიტში საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენელების მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, შევხვედროდით 30-ზე მეტი ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს და გვემსჯელა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. მოგეხსენებათ, სასაზღვრო პოლიცია ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი უწყებაა. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რათა დამატებითი რესურსები იქნას მოზიდული,“ - აღნიშნა შს მინისტრმა.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა იოჰეი სასაკავას შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შს მინისტრმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის შესახებ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალურია. აღნიშნული ცენტრი საზღვაო უშიშროების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპონენტში ჩაბმულ 11 სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას აერთიანებს.

„ჩვენი მიზანია საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი წარმოადგენდეს ინფორმაციის აკუმულაციის, ანალიზისა და ურთიერთგაზიარების არა მხოლოდ ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო ჰაბსაც. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საერთო გამოწვევებს ერთიანი ძალებით უნდა ვებრძოლოთ. შესაბამისად, მზად ვართ ჩვენს პარტნიორებს საზღვაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. საქართველოს შს მინისტრმა სანაპირო დაცვის ინსტიტუციური განვითარების კუთხით ფონდ „ნიპონთან“ თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

ცნობისთვის, ფონდის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საზღვაო სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა