საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა
და ამოტრიალდა. ფეხბურთელების ინფორმაციით, შემთხვევა ხაშურთან მაშინ მოხდა, როდესაც მიკროავტობუსს ტრაილერმა გადაუსწრო. ავარიისას კლუბის კაპიტანი შოთა კაშია დაშავდა, რომელსაც საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
„დაუდგინდა მარჯვენა ლავიწის ძვლის სამხრე ბოლოს მოტეხილობა, მცირე ცდომით და ჩაუტარდა ოპერაცია ლავიწის ძვლის ოსტეო სინთეზი. ოპერაცია მთავრდება, ჩაიარა ნორმალურად, სხვა დაზიანებები პაციენტს არ აქვს. სიცოცხლისათვის საშიში ნამდვილად არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტი არის სპორტსმენი, გაჭირდება ალბათ გარკვეულწილად რეაბილიტაცია, ამას მომავალი გვიჩვენებს,“ - განაცხადა ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორმა ბუბა შალამბერიძემ.

















