შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საარჩევნო უბნებთან პოლიციელები პრევენციის
მიზნით არიან განლაგებულნი.
უწყება დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, საკითხის სხვაგვარად ინტერპრეტირებისაგან თავი შეიკაონ.
“არჩევნების დღეს საპოლიციო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განლაგებულნი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინტერპრეტაციებისგან”-ნათქვამია განცხადებაში.

















