სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან თავდასხმა მოხდა. დაჭრილია რამდენიმე
ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
როგორც შსს-ში განმარტავენ, დაჭრილი პირების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

















