logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: 2017 წლის არჩევნები თავისუფალია, მაგრამ ანტიპარტიულობამ შესაძლოა დემოკრატიის განვითარებაზე იმოქმედოს
„ახალგაზრდა ადვოკატები“: 2017 წლის არჩევნები თავისუფალია, მაგრამ ანტიპარტიულობამ შესაძლოა დემოკრატიის განვითარებაზე იმოქმედოს
16:32 19.10.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” მიმდინარე წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესზე საზოგადოებრივ შეფასებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ საარჩევნო გარემოს ბევრი ხარვეზის მიუხედავად, 2017 წლის არჩევნები თავისუფალია, ფინანსური შესაძლებლობებით კი - ნაკლებად კონკურენტული.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მოსახლეობამ საშუალება ჰქონდა პოლიტიკური პარტიებისა და არჩევნებში მონაწილე კანიდატების მეშვეობით, სრული ინფორმაცია მიეღოთ საარჩევნო პროგრამების, ინიციატივებისა და თვითმმართველობის საკითხებზე, დასმული საკითხების შეფასებებთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ შეძლო თავისუფალი და თანაბარ შესაძლებლობებზე დაფუძნებული საარჩევნო გარემოს შექმნა, თუმცა 2017 წლის არჩევნების განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ანტიპარტიული განწყობები. ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნები, ძირითადად, მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს შორის უპირატსობების წარმოჩენით ხასიათდება, სადაც პირველის პოზიციები უჭირავს სახელისუფლებო პარტიას და კანდიდატებს. აღნიშნულის მიზეზები მდგომარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაკლებ ფინანსურ კაპიტალში. ამასთან, ოპოზიციურ ფლანგზე მოქმედმა პარტიებმა ამომრჩევლებს ვერ შესთავაზეს ახალი პოლიტიკური სახეები. საარჩევნო დაპირებებს ცვლილებების თაობაზეც, აკლდა სტრუქტურირებადი ხასიათი. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მოცეულ ეტაპზე, პარტიების მთავარი ამოცანა რჩება, ვინ გახდება ქვეყანაში მეორე პოლიტიკური პარტია, რომელსაც მოსახლეობა მხარდაჭერას გამოუცხადებს.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების თანახმად, რომელიც ეხება 2017 წლის არჩევნებში მონაწილე პარტიების შემომწირველების შესახებ ინფორმაციას, მკაფიო დასკვნების გაკეთება შეიძლება. ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენცია, ფაქტობრივად, არ არსებობს. ჩდება საფუძვლიანი წარმოდგენები იმის შესახებაც, რომ ქართული ბიზნესი და საქმიანი ადამიანები, პოლიტიკურ პროცესებში ფინანსური შემოწირულობებით, მხარს უჭერენ არა იდეებს, არამედ გარანტიებს. საქართველო, რომელიც გახდა ევროკავშირთან ასოცირებული წევრი ქვეყანა, უნდა იზიარებდეს პარტიული დემოკრატიის იმ გამოცდილებას, რომელიც სხვადასხვა საარჩევნო სისტემებში არსებობს, რასაც სჭირდება მყარი ფინანსური შესაძლებლობები. შესაბამისად, საქართველოშიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარება პარტიული მოწყობის გარეშე, შეუძლებელი შემთხვევა იქნება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2017 წლის არჩევნების კიდევ ერთი პრობლემური მხარე გამოიხატება პოლიტიკური პარტიების, მათ შორის მართველი პოლიტიკური პარტიის რეალური ნდობის რეიტინგების დადგენის შეუძლებლობაში. საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი და მიუმხრობელი სოციოლოგიური კომპანიები, რომლებიც პარტიების, კანდიდატების და მათი მხარდაჭერის შედეგებს გამოაქვეყნებდნენ. სწორედ ამ თვალსაზრისით არის საინტერესოც, ვინ გახდება თბილისის მომავალი მერი, სადაც რეალური კონკურენცია სახეზეა. ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ თბილისში ახალი მერის გამოსავლენად, კვლავ არჩევნების მეორე ტურიც გაიმართოს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2017 წლის არჩევნებში გამოვლენილ იმ ტენდენციებზეც საუბრობს, რომელიც ადგილი ჰქონდა საარჩევნო პერიოდში. კერძოდ, ორგანიზაცი კვლავ ამახვილებს ყურადღებას მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან ადმინისტარციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე და აღნიშნავს, რომ ყველა ასეთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2017 წლის არჩევნებში, პარტიების მხრიდან თვალსაჩინო აღმოჩნდა გუნდის ფორმირების დროს, ახალი სახეების წარმოდგენილის კრიზისიც. მათ შორის, მმართველი პარტიის რიგებშიც, ამომრჩეველთა წინაშე, აღმოჩდნენ პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ასოცირდებოდნენ წინა ხელისუფლების უკანონო დავალებების შესრულებასთან, ნეპოტიზმთან, ფარულ გარიგებებთან. ამასთან, ორგანიზაცია არ მიესალმება პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში ეკლესიისა და რელიგიური თემების საარჩევნო კამპანიის შემადგენელ ნაწილად წარმოდგენას. ასეთ თემატიკას ამომრჩეველთა თავისუფალი ნების ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა ორგანიზაცია იმავდროულად აღნიშნავს, რომ ემხრობა ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეტ გამჭვირვალობას და საჯაროობას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული მერებისა და გამგებლების მიმართ, საერთო რეკომენდაციების წინადადებით გამოდის და აღნიშნავს, რომ

• მნიშვნელოვანია, ძლიერი თვითმმართველობისთვის გატარდეს ახალი საკადრო პოლიტიკა, თვითმმართველობის სამსახურები დაკომპლექტდეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კადრებით, თვითმმართველობის საქმიანობა გახდეს გამჭვირვალე და ბიოროკრატიის ნაცვლად. შეიქმნას მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციის მეტი ფორმები;
• მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან ფართო დიალოგის ფონზე, შეიქმნას თვითმმართველი ქალაქების განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც სრულად ასახავს რეგიონის შესაძლებლობებსა და გამოცდილებას;
• მნიშვნელოვანია, თვითმმართველობის განვითარებისთვის დაგეგმილი ცვლილებები, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები, საგანმანათლებლო პროგრამები, სოციალური პაკეტები, მაქიმალურად დაუახლოვდეს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, გადაწყვეტილებების მიღება დაეფუძნოს ანგარიშვალდებულების სტანდარტებს, ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის პროცესში უზრუნველყოფილ იქნეს ადგილობრივი საზოგადოების და დაინტერესებული პირების მაქსიმალური ჩართულობა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა