ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
გოგონა ოჯახის წევრებმა ნახეს. მათი თქმით, გარდაცვლილი შიშველი იყო და სხეულზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა.
მეზობლების ინფორმაციით, გოგოს ხშირად ჰქონდა ოჯახში კონფლიქტი და ამიტომ პოლიციასაც იძახებდენ.
იმის დასადგენად იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა, ექსპერტიზა ტარდება.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

















