logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 თურქული კომპანიის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით შენახვისთვის ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თურქული კომპანიის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით შენახვისთვის ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
15:44 18.10.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წარსულში არაერთგზის, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.კ. ერთ-ერთი თურქული სამშენებლო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და არაერთგზის ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ სცნო.

ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 3 თებერვალს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ იქნა ორეტაპიანი ტენდერი თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. ტენდერში, სხვადასხვა კომპანიებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა ერთ-ერთი თურქული სამშენებლო კომპანია, რომელმაც ვერ გადალახა ტენდერის პირველი ეტაპი და 2016 წლის აგვისტოში მიიღო დისკვალიფიკაცია.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ი.კ. კომპანიის წარმომადგენლებს გაეცნო როგორც კვალიფიციური ადვოკატი, რომელსაც ჰქონდა ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება და დაპირდა, რომ მათ კომპანიას გაამარჯვებინებდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ტენდერში გამარჯვების შემდეგ, პირველ ეტაპზე, ი.კ.-ს ავანსის სახით უნდა მიეღო 80 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
2016 წლის 2 დეკემბერს, ი.კ.-მ კომპანიის წარმომადგენელს წარუდგინა ტენდერში გამარჯვების დამადასტურებელი, მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელით შედგენილი ყალბი დოკუმენტი და გაწეული იურიდიული მომსახურების ავანსის სახით მოითხოვა და მოტყუებით დაეუფლა კომპანიის კუთვნილ 60 000 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც ტენდერში გამარჯვება მოიპოვა სულ სხვა უცხოურმა კომპანიამ.
უნდა აღინიშნოს, რომ როგორც გამოძიებით და სასამართლო განხილვისას დადგინდა, ი.კ. არ ირიცხებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრად და არ გააჩნდა საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.კ. დამნაშავედ სცნო და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ი.კ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა