logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს-ს ტექნოლოგიურ სიახლეებს დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ
შსს-ს ტექნოლოგიურ სიახლეებს დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ
10:02 18.10.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა უმასპინძლა და მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრები იმ ქვეყნების დიპლომატებთან, საიდანაც საქართველოში ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი ჩამოდის, რათა მათ მოქალაქეებს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ ჰქონდეთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და რაც მთავარია, იცოდნენ, რომ საქართველოს შსს და პოლიცია დიდ რესურსებს ხარჯავს განვითარებაზე, რათა გამოწვევებზე ორი ნაბიჯით წინ იყოს“, - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები სტუმრებს ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებაზე, ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.
შსს-ს ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის პროცესს ადგილზე გაეცნენ. სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ცენტრში მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ პროექტზე - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს.
შს მინისტრის მოადგილე დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პოლიციის ტექნოლოგიური რეფორმის და მისი ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ ესაუბრა. შალვა ხუციშვილმა სტუმრებს ორი სიახლის შესახებ აცნობა. კერძოდ: მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდება. აღნიშნული კამერების ადმინისტრირება შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით მოხდება და სხვადასხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ავტომატურ რეჟიმში დააფიქსირებს. ასევე, 1 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა