სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის
დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა.
სუს-ის ინფორმაციით, კახაბერ ქემოკლიძემ შეხვედრის მონაწილეებს ჟენევის დისკუსიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობაზე და ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფთხოების კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრის მონაწილეებს სუს-ის წარმომადგენელმა გააცნო განვლილი 6 თვის პერიოდში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში განხილული ძირითადი პრობლემური საკითხები.

















