საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, 4400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში
უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქის, ა.ბ-ს ავტომობილის დათვალიერებისას
გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

















