დედაქალაქის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი 1-ელ ნოემბრამდე
გადაიდო.
როგორც ბრალდებულის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, სასამართლო განხილვა დღეს აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გაიმართება.
„ოთარ აბესაძის ჯანმრთელობიდან გამომდინარე დღევანდელი სასამართლო სხდომა არ გაიმართება. გადაიდო 1-ელ ნოემბრამდე. ვიმედოვნებთ, რომ ექსპერტიზის ახალი დასკვნა უკვე იქნება მზად და შემდგომ სასამართლო მისი აღმკვეთი ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით იმსჯელებს“- განაცხადა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძეს ბრალად ქრთამის აღება ედება.

















