ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული და
ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ, 13 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, საქართველოს მოქალაქის, ა.ა-ს კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (200 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. კიდევ ერთი ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში „ვალე“ გამოვლინდა.
თურქეთის მოქალაქეს, ჰ.ი-ს ნარკოტიკული (5 აბი) და ფსიქოტროპული (11 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები საზღვარზე უკანონოდ გადმოჰქონდა.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

















