ზუგდიდში დაჭრილი ბიზნესმენის, ზუგდიდის თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელის, ლევან
ქუჩულორიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ბიზნესმენი კვლავ რეფერალურ საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ინციდენტის გამო ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ. სავარუდოდ, კონფლიქტის მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენზე თავდასხმა მოხდა ბიზნესწილებია.
შეგახსენებთ, რომ ქუჩულორიას გუშინ მისსავე სახლის ეზოში ესროლეს, რა დროსაც სახლში არასრულწლოვანი ბავშვები და დაჭრილის მამა იმყოფებოდნენ. გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

















